საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიცია აქვს, ზოგს ძალიან უჩვეულოც. ყველა კუთხისთვის არის დამახასიათებელი განსხვავებული წეს-ჩვეულებები. მაგალითად, კახური, რაჭული, სვანური, იმერული, მთიულური და ა.შ. დღემდე შემორჩენილია სტუმარ-მასპინძლობის, ქორწინების, გლოვის, სუფრის, ვაზის და სხვა მრავალი ტრადიცია. შემოდგომა ყველაზე ტრადიციულად კახეთში იმართება.
კახეთი განთქმულია ვენახებითა და შესანიშნავი ღვინით, კახური სამზარეულოს ტრადიციული კერძებია: მწვადი, ხაშლამა, ჩაქაფული, ჩიხირთმა და სხვა. კახური მწვადი ვაზის ლერწზე იწვება, რაც მას განუმეორებელ გემოს ანიჭებს. ყურძნის წვენის – ბადაგისაგან ამზადებენ ტრადიციულ ტკბილეულს: ჩურჩხელასა და თათარას. კახეთში ცხვება მოგრძო ფორმის შოთის პური.
მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება. მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი.
ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა, მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ.
სასტუმროს ღვინის მარანი შემოდგომით ნამდვილად გადაიქცევა კახეთის ერთ-ერთ იმ სახლად, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად მოამზადონ ჩურჩხელა, თათარა და სხვა ტრადიციული კერძები.
მასტერკლასზე ჩაწერა ხდება წინასწარ!